ფოტომასალა
კულტურა მულტიტექსტუალური ფენომენია, რომელიც თავის თავში ისევე გულისხმობს ვერბალურ ტექსტს, როგორც სხვა დანარჩენს. ამას გარდა, კულტურის შემადგენელი ტექსტების განტექსტება დამატებით ენის მეშვეობით ხორციელდება, ანუ კულტურისა – ტექსტებში ენის მეშვეობით. შესაბამისად, ტექსტი ავლენს იმ თავისებურებებს, რომელი კულტურის წიაღშიც ის წარმოიშვა. ტექსტები ინარჩუნებენ გარკვეულ კულტურულ კოდებს, ხოლო მათი მეშვეობით შესაძლებელია კულტურის ნებისმიერი ეპიზოდის რეტროსპექცია. ეს ეხება ნებისმიერ ტექსტს და მითუმეტეს ვერბალურს, სადაც მათი გაგება არამარტო ენობრივი, არამედ სამყაროს ცოდნისა და კულტურული გამოცდილების პირდაპირპროპორციულია.
Comments
Post a Comment