ჩვენ და ძაღლები


უპატრონო ძაღლები-ლიკა ხაჩიძე


საქართველოში უსახლკარო ცხოველების რაოდენობა თვალშისაცემად დიდია. ამას განსაკუთრებით ტურისტები აღნიშნავენ ხოლმე, რომლებიც პირველად ჩამოდიან ქვეყანაში. 2015 წლის მონაცემებით, მხოლოდ თბილისში 43 ათასამდე ძაღლი ცხოვრობდა ქუჩაში. მთელი საქართველოს მასშტაბით კი, ეს ციფრი ნახევარი მილიონი შეიძლება იყოს. ეს ციფრები წლიდან წლამდე იზრდება, ქვეყანა წლებია ვერ ახერხებს ქუჩაში მცხოვრები ცხოველების პოპულაციის შემცირებას. საქართველოში მათ შეხვდებით ყველგან – ქალაქებში, სოფლებში, საავტომობილო ტრასებსა და უკაცრიელ ადგილებშიც, სადაც ადამიანები ტოვებენ საკუთარ ცხოველებს თავიდან მოცილების მიზნით. უპატრონო ცხოველების მოვლის სხვადასხვა ხერხი არსებობს. ჩემს მეზობლად ცხოვრობს ერთი ქალბატონი, რომელიც ძალიან ზრუნავს ჩვენი უბნის ძაღლებზე. ორ ადგილზე აქვს მოწყობილი ძაღლებისთვის საჭირო თავშესაფარი. ზრუნავს მათ გამოკვებაზე და უამინდობის დროს სახლშიც აჰყავს. ზოგს არ გვაქვს ის პირობები, რომ სახლში მუდმივად შეიფაროს ცხოველები, მაგრამ შეიძლება ჩემი მეზობლის მსგავსად ვიზრუნოთ მათზე შეძლებისდაგვარად.



ბაკი-მარიამ ჩხეიძე

მოგესალმებით! ეს ერთ-ერთი "უენოთა ბელადია", სახელად ბაკი. ჩვენს უბანში 4-5 თვის წინ მოვიდა და ბევრი მეგიბარი ნამდვულად არ შეუძენია. კორპუსის მცხოვრებლები ერჩიან კიდეც. მხოლოდ ჩემი ძმები პატრონიბენ აჭმევენ, ასმევენ, სახლიც კი აუშენეს. აქ მცხოვრებლების თქმით, ბაკი ძალიან ავი ძაღლია, ყველას ერჩის, ბავშვებს აშინებს. ეს მოსაზრებები კი მცდარია. ბაკი ძალიან წყნარი ძაღლია, ბავშვებს კი არ აშინებს, პირიქით, ეთამაშება, ახტება, ასფალტზე გაწვება, რომ ვინმე მოეფეროს. რაც შეეხება ღრენას, ის მხოლოდ იმას უღრენს (და არა კბენს), ვინც ქვებსა ესვრის ან ჯოხებსა და ფეხებს ურტყამს.

მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინ-მარიამ ჭურაძე

წყარო:-https://www.alia.ge/mashvelebma-mtkvarshi-chavardnili-dzaghli-gadaarchines/
სააგენტოს მაშველებმა "ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს. ადგილზე მისულ მაშველებს მეტისი შედარებით ნაპირზე დახვდათ. როგორც ჩანს, მან ადიდებული მდინარისგან თავის დაღწევა და შედარებით მშვიდ ნაპირზე გამოსვლა შეძლო. თუმცა, ჩქარი დინების პირობებში, საფრთხე კვლავ დიდი იყო. მაშველები თოკებით დაეშვნენ და ძაღლი ამოიყვანეს.
Image

ლუსი-მარიამ ჭურაძე

ეს არის ლუსი, ის იყო უპატრონო ძაღლი ძაღლი ჰასკის ჯიშის, ლუსის პატრონი გარდაეცვალა და დარჩა თავის ლეკვებიანად უპატრონოდ თბილისის ქუჩებში. მისი ლეკვები გაჩუქდა კარგ მზრუნველ პატრონებზე. დღეს ის მოსიყვარულე ოჯახში ცხოვრობს, სადაც არ აკლია სიბთო, საკვები და სიყვარული.






Comments